png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე - თეა წულუკიანი

  • კომენტარები
  • 14.07.2023
  • 22:04
არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე - თეა წულუკიანი

არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე. ამიტომ, პატივი ვცეთ ქართველ მოსამართლეს, კეთილი ვინებოთ, ნუ შეურაცხყოფთ ქართველი მოსამართლის შეურაცხყოფით ქართველ ხალხს, რადგან ხალხი შეიძლება, არის ჩუმად, მაგრამ შეურაცხყოფას ისმენს და იმახსოვრებს, - მის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე.

„ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ის ხალხი, ის ჯგუფი, ის ადამიანები, ვინც მე და ჩემი გუნდის სხვა წევრებს 2012-2013 და მომდევნო წლებში გვიკიჟინებდა, რომ არავინ არ შეცვალოთ სასამართლო სისტემაში, არ განახორციელოთ რეფორმა და ასე შემდეგ, დღეს მიიჩნევენ, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ არის წელგამართული. ამჯერადაც ჩვენ ვართ სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ვიყავით მაშინ. მიმაჩნია, რომ იმ რეფორმების წყალობით, რომელმაც ოთხი ტალღა გაიარა, პლუს მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე უამრავი საპროცედურო ნორმა შეიცვალა, რამაც ადვოკატი და პროკურორი რეალურად თანასწორუფლებიან მხარედ აქცია სასამართლო დარბაზში და პროცესები გახდა გამჭვირვალე. მივიჩნევ, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უფრო კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლებაზე ზრუნვას, რეფორმებისა თუ ადმინისტრაციული პრაქტიკების გაუმჯობესების კუთხით, ვაგრძელებთ, მაგრამ დაე, ნურავის ეწყინება, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე. ამიტომ, პატივი ვცეთ ქართველ მოსამართლეს, კეთილი ვინებოთ, ნუ შეურაცხყოფთ ქართველი მოსამართლის შეურაცხყოფით ქართველ ხალხს, რადგან ხალხი შეიძლება, არის ჩუმად, მაგრამ შეურაცხყოფას ისმენს და იმახსოვრებს. ჩვენ კი ვართ პარტნიორები, ამიტომ პარტნიორებს შორის უნდა მოვიქცეთ პარტნიორულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge