png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

  • კომენტარები
  • 13.07.2023
  • 18:52
ჭამაზე უარის თქმის  გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და საკვების მიღებაზე უარის თქმის გამო შესაბამისი სასჯელისგან მას არავინ გაათავისუფლებს. 

„მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და იმავეს გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე იყო დადგმული. ეს შემდეგ გაგრძელდა იმ პიარკამპანიით, რასაც ვხედავდით ამ თვეების განმავლობაში. მიშა დღეში ათჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო - ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან. ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც პასუხისგება უწევს. ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან. მე, რა თქმა უნდა, არავის ცუდად ყოფნა არ გამიხარდება. პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა, გარემოცვამ უნდა იზრუნონ მის ჯანმრთელობაზე შესაბამისი კალორაჟითა და საკვებით.

ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველა ადამიანის უფლების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge