png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება, პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ - მიხეილ სარჯველაძე

  • კომენტარები
  • 13.07.2023
  • 16:20
ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება, პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ - მიხეილ სარჯველაძე

ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება. პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის განცხადების თაობაზე განაცხდა.

პოლონეთის პრემიერმი  პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“.

სარჯველძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება განცხადებას, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ, ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება. პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ, რადგან არ მგონია, ასეთ დამოკიდებულებას და ასეთი სიტყვებით მოხსენიებას იმსახურებდეს სააკაშვილის შემთხვევა.  გარკვეული პერიოდულობით არის მცდელობა, რომ ეს საქმე ყურადღების ქვეშ მოექცეს, თუმცა ობიექტურად ამას მიზეზი არ აქვს. არ მგონია, რომ განმცხადებელთა ვინაობა რაიმე დიდ არგუმენტს მატებდეს სააკაშვილის თემაზე არსებულ მდგომარეობას, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არანაირი საფუძველი არ არის საქართველოს კრიტიკისთვის, თითქოსდა სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე უფლების დარღვევას. გასაგებია, რომ ვინმესთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილის გარეთ გაყვანა საინტერესო იყოს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ქართული კანონმდებლობით სასჯელს მოიხდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge