png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან არის ის, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს რეფორმები - კელი დეგნანი

  • კომენტარები
  • 13.07.2023
  • 12:17
მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან არის ის, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს რეფორმები - კელი დეგნანი

მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან არის ის, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„საქართველოს ხელშია, განახორციელოს საჭირო რეფორმები, რაც გადამწყვეტია. ეს არის იგივე რეფორმები, რაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომ საქართველოს ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები ნატო-ს მაგიდასთან დასაჯდომად. ეს არ შეცვლილა და ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების გატარების მცდელობაში. ჩვენ, უბრალოდ, გვჭირდება, დავინახოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია.

 მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან არის ის, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დარჩიაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა საქართველოს წარდგენით. ეს სამიტი ამ საკითხზე არ იყო ორიენტირებული. ცხადია, რუსეთის ომი უკრაინაში სამიტის მთავარი თემა იყო. ვილნიუსის სამიტი იყო მოკავშირეთა მიერ კიდევ ერთხელ განახლებული ერთობა, ხელახალი ვალდებულება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ერების უფლების მხარდაჭერის, აირჩიონ საკუთარი ალიანსები, საკუთარი წევრობა.

ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც ცდილობს რუსეთი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია. ყველა სუვერენულ ერს უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს ნატო-ს წევრი და ნატო მიესალმება საქართველოს, როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს რეფორმებს, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა დეგნანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge