png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კეზერაშვილი და ის ხალხი, რომელიც, პირადი გამორჩენის მიზნით, ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია - ნიკა მელია

  • კომენტარები
  • 12.07.2023
  • 15:49
კეზერაშვილი და ის ხალხი, რომელიც, პირადი გამორჩენის მიზნით, ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია - ნიკა მელია

არასდროს გამიკრიტიკებია „ნაციონალური მოძრაობა“, კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია „ფესიბუქის“ გვერდზე წერს.

ნიკა მელია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა მელია თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის. მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა“.

ნიკა მელიას თქმით, არის და იქნება იქ, სადაც ცვლილებები იქნება შესაძლებელი.

„ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს;

გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ.

ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც; არასდროს გამიკრიტიკებია პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი;

კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით - არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია.

ასევე ვერ დავტოვებ ყურადღების მიღმა, კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ "სურვილს" - თუ მივდივარ წავიდე.

მათგან განხვავებით მე მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით ვმოქმედებ, ვიყავი ვარ და ვიქნები იქ, სადაც ცვლილებები იქნება შესაძლებელი და რეალური.

ვიყავი და ვარ იქ, სადაც სიმართლეა და ხდება პოლიტიკაში ხალხის ინტერესების ასახვა და არა ფულის; სადაც დაპირება არის რეალური და შესრულებადი და სადაც ადამიანი აგებს პასუხს თავის სიტყვაზე.

არა ისე, როგორც ვისმენთ ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს ადიუტანტ ცისკარიშვილისგან - თუ სააკაშვილი იქნება გარეთ, მოვიგებთ, მაშინ როდესაც იცი, რომ ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი“, - წერს ნიკა მელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge