png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩანს, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად ცდილობს ცესკოში შექმნას ინსტიტუციური კრიზისი, რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 03.07.2023
  • 18:24
ჩანს, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად  ცდილობს ცესკოში შექმნას ინსტიტუციური კრიზისი,  რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე

„ჩანს, რომ ეს არის საბაბი, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად  ცდილობს შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში,  რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საბაბი არის ის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის და რამდენიმე შუალედური არჩევნები კრიტიკული შენიშვნების გარეშე ჩაატარეს.

„ორ წელზე მეტია ჩვენ ცესკო-ში არ გვყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. არის გიორგი კალანდარიშვილი მოქმედი თავმჯდომარე და ასევე ორი წევრი, რომელმაც ჩაატარა რამდენიმე არჩევნები, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენიმე შუალედური არჩევნები. მინდა შეგახსენოთ, რომ არცერთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, არ ყოფილა კრიტიკული შენიშვნები.

ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ კიდევ ერთხელ კონკურსში, კონკურსი ავლენს, რომ ისინი არიან საუკეთესოები თავიანთი კომპეტენციით და კეთილსინდისიერებით და მაინც არ წარადგენს მათ პრეზიდენტი. საბაბი არის ის, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლები მხარს არა უჭერენ კალანდარიშვილს და ცესკო-ს 2 წევრს.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რა საარჩევნო რეფორმა გატარდა 12 პუნქტის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ. შემოღებულია ელექტრონული არჩევის წესი. ამომრჩეველთა 91 პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით და არჩევნების დახურვიდან ერთ საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგები იდება უკვე ცესკო-ს ვებ გვერდზე. ამ ვითარებაში ცესკო-ს ეკისრება ერთადერთი მისია, ამ ყველაფრის ტექნიკური ადმინისტრირება მოახდინოს სათანადოდ. არავითარი მანიპულაციის ბერკეტიც კი არ რჩება ცესკო-ში და ამ ადამიანებს რომ აქვთ ტექნიკური ადმინისტრირების უმაღლესი შესაძლებლობა, ეს დაამტკიცა როგორც კალანდარიშვილმა, ასევე ცესკო-ს სხვა წევრებმა.  ერთადერთი, თუ ცესკო აღმოჩნდება ოპოზიციის ხელში, მას შეუძლია მარტივად, არგუმენტაციის გარეშე არ დაამტკიცოს შემაჯამებელი ოქმი და განახორციელოს საბოტაჟი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge