png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უსამშობლოები, ერთადერთი სურვილი აქვთ, ეს ქვეყანა ჩაიგდონ ხელში და გააგრძელონ თავაშვებულობა, მაგრამ მათი პოლიტიკური მომავალი არის დასრულებული - ალუდა ღუდუშაური

  • კომენტარები
  • 29.06.2023
  • 13:36
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უსამშობლოები, ერთადერთი სურვილი აქვთ, ეს ქვეყანა ჩაიგდონ ხელში და გააგრძელონ თავაშვებულობა, მაგრამ მათი პოლიტიკური მომავალი არის დასრულებული - ალუდა ღუდუშაური

როდესაც ვსაუბრობთ რადიკალურ ოპოზიციაზე, ეს უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი არ არის, ესენი არიან უსამშობლოები, როდესაც ხელი აქვთ ყველაფერზე აღებული და ერთადერთი სურვილი აქვთ, ეს ქვეყანა ჩაიგდონ ხელში და კვლავაც გააგრძელონ ის თავაშვებულობა, რასაც თავიანთი ხელისუფლების პირობებში აკეთებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის დევიდ ო’სალივანის ვიზიტის გამო აჟიტირებულები იყვნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანას აპოკალიფსი ელოდა.

„როდესაც აღნიშნული ვიზიტის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, თქვენ ხედავდით, როგორ იყვნენ აჟიტირებულები, ჩამოდიან ახლა და ქვეყანას აპოკალიფსი ელოდება, ამით იყვნენ ისეთი გახარებულები და ბედნიერები. უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი სიბოროტის ხარისხი შენი ქვეყნის მიმართ. თუმცა, როგორც არაერთხელ ყოფილა, გაწბილებული დარჩნენ ეს ადამიანები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქამდე არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა იმისა, რომ საქართველო რაიმეს არღვევს. ეს მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება, რადგან საქართველომ მკაფიოდ, პრინციპულად და მაღალ დონეზე იცავს ამ ყველაფერს და ეს შეფასებები მოვისმინეთ კიდეც. როდესაც ამ შეფასებებს ვიგებთ და გვესმის, ყველაფერთან ერთად თუ მორალიც ვინმეს შერჩენია, ხომ უნდა გამოვიდნენ და თქვან, ჩვენ შევცდით და სულ ტყუილად ვღელავდით, არანაირი პრობლემა არ ყოფილაო. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამ ვიზიტის მესვეურებს მაინც დავეთანხმოთ და მათი პოზიცია გავიზიაროთ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამათი პოლიტიკური მომავალი ჩვენს ქვეყანაში არის დასრულებული, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ეს ადამიანები არიან წინააღმდეგობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და ქართველი ხალხის მომავალთან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge