png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სხვას რაშიც 200 დოლარი ერიცხება, ელენე ხოშტარიას ოჯახს ერიცხება 70 000 დოლარამდე, საზოგადოებას მივანდოთ განსჯა, რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს ჰონორარია - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 05.06.2023
  • 16:25
სხვას რაშიც 200 დოლარი ერიცხება, ელენე ხოშტარიას ოჯახს ერიცხება 70 000 დოლარამდე, საზოგადოებას მივანდოთ განსჯა, რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს ჰონორარია - მამუკა მდინარაძე

წარმოუდგენელია, შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ლოგიკა, თითქოს რაიმე სახის ჰონორართან გვაქვს საქმე. მსგავსი რაოდენობის ჰონორარი არ შეიძლება იყოს ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

„მორალურად რომ მიუღებელია, ეს თავისთავად ასეა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე – ვისმენთ ამ ამბის ათასგვარ ინტერპრეტაციას. სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 და, მაქსიმუმ, 1 000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე ან, საერთოდ, 200 და 100, მაინცდამაინც ხოშტარიებისთვის 70 000 დოლარამდე გამოდის თითო ჩარიცხვა. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამის შემდეგ შეიძლება გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია თუ არასწორია. სხვას რაშიც 200 დოლარი ერიცხება, ამ ხალხს ერიცხება 70 000 დოლარამდე, ოღონდ რუბლებში შესაბამისი ექვივალენტით. საზოგადოებას უნდა მივანდოთ განსჯა, რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი. ჰონორარი თუ არის, შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა. პირადად ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, თითქოს რაიმე სახის ჰონორართან გვაქვს საქმე. მსგავსი რაოდენობის ჰონორარი არ შეიძლება იყოს ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. მე ვერ მექნება ინფორმაცია, რუსეთიდან ინფორმაცია აქვთ „ნაცმოძრობის“ ტელევიზიებს, ბოლოდროინდელი სიუჟეტები ამაზე მეტყველებს ხოლმე. მე მაქვს ლოგიკა და ამ ლოგიკის განვითარების სასუალება, რომ სხვა რაშიც იღებს 200 დოლარს, იმაში მეორე, სხვა მემკვიდრე, სხვა ანალოგიურ სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ვერ მიიღებენ 60-70 000, 50 000 დოლარს ყოველთვიურად და ა.შ. წარმოუდგენელია. დანარჩენი საზოგადოებას მივანდოთ განსჯა, რაში იღებს ეს ოჯახი ამხელა თანხას, როცა შეუძლებელია, ჰონორარი იყოს ამ რაოდენობის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge