png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება - ლევან ბეჟაშვილი

  • კომენტარები
  • 01.06.2023
  • 16:22
ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება - ლევან ბეჟაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამწუხარო რეალობას. დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით როცა არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს. ბუნებრივია, განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. პრაქტიკულად, საქართველო არაფერს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს. ჩვენ ვხედავთ ფრენების აღდგენას, საზღვაო გზების გახსნას, უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ყველა ეს ქმედება რუსეთს აძლევს ხელს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს. ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე”.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge