png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილს ორ რამეს ვერ პატიობენ - ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 25.05.2023
  • 15:00
ბიძინა ივანიშვილს ორ რამეს ვერ პატიობენ - ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის უსამართლობა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხდება, გამოწვეულია იმით, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს ინტერესებია.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი 2011 წელს მისი პოლიტიკაში მოსვლა იყო.

„ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო: იგივე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა. არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2011 წელს, მან პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. ისეთ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ის შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე.  ის შემოტევები და უსამართლობა, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ ხდება, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ვერ პატიობენ ორ რამეს: ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge