png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მივმართავ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია, ევროპელ პარტნიორებს და პენსიონრებს ძარცვავს - ირაკლი ზარქუა

  • კომენტარები
  • 12.04.2023
  • 15:57
მივმართავ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია, ევროპელ პარტნიორებს და პენსიონრებს ძარცვავს - ირაკლი ზარქუა

კეზერაშვილის შესახებ BBC-ზე რაც მოვისმინეთ, ამას დიდი ხანია, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვამბობთ, რომ კეზერაშვილის თითოეული თეთრი ჩვენი გმირი ბიჭების, სამხედროებისა და თავდაცვის უწყების ნაძარცვი ფულია,  შემდეგ უკვე ევროპელი პენსიონრების ნაძარცვი ფული, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა და გასაჯაროვებულია იმ ბიზნესმენების ვინაობა, ვინც ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ამჯერად ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წამყვანი საინფორმაციო არხიდან ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე. ხუთი ბიზნესმენი ჩართულია ევროპელი პენსიონრების ძარცვაში. კეზერაშვილი ამის შემდეგ ბედავს და მორალს გვიკითხავს, დემოკრატიას მხარს ვუჭერო, ე.ი. მედიის განვითარებაში პენსიონრების ნაძარცვი ფულით ვარო. ესაა მათი მორალი.

მაინტერესებს, რას იტყვიან „ფორმულას“ წამყვანები, მრავალათასიანი, 20 000-ზე მეტი რომ აქვთ ხელფასი. თარგამაძე რას გეტყვით? ესეც „ქართული ოცნების“ ნარატივი ხომ არ არის. „ფორმულას“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი თურმე დღემდე ძარცვავს პენსიონრებს და თარგამაძეები, ტაბლიაშვილი მორალს კითხულობენ დაყენებული ხმით. ჟიჟი, ახლა არ „გიტყდება“ პენსიონრების ნაძარცვი ფულით ყოველთვე რამდენიმე ათასს რომ გიხდიან? ვახო სანაია, არ გიტყდება? თქვი, რომ „ბიბისის“ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთაო. თავმოყვარე რომ იყოთ, ღირსება გაგაჩნდეთ, დღესვე დატოვებთ ტელევიზიას და იტყვით, ასეთ ტელევიზიაში არ ვიმუშავებთო. ტელევიზიების რეიტინგში მგონი ენკი-ბენკი გისწრეთ. დარწმუნებული ვარ, „ბიბისის“ გამოძიება გაგრძელდება და ოფიციალურ სახეს მიიღებს. ბრიტანული გამოძიების მჯერა“, – განაცხადა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართა, დავით კეზერაშვილი დაასანქცირონ.

„მივმართავ ქალბატონ დეგნანს, ეს ადამიანი დაასანქცირეთ. ჩვენი და თქვენი, ამერიკის პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია. ევროპელ პარტნიორებს და პენსიონრებს ძარცვავს. როგორც თვითონ თქვა, ეს ადამიანი საქართველოში მედიებს, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ქვეყანაში დემოკრატიას უჭერთ მხარს. ამიტომ თქვენგან ობიექტურ რეგირებას ველოდები“, – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge