png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დღეს უკვე ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ აქ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას - თალაკვაძე

  • კომენტარები
  • 05.04.2023
  • 19:22
დღეს უკვე ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ აქ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას - თალაკვაძე

დღეს, ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მათ ნახეს ექიმების განცხადებები, რომელთაც პირდაპირ თქვეს, რომ ხელი გვეშლება მკურნალობის პროცესში, ნახეს ასევე ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საჯაროა. ისიც ნახეს, რომ ეს ადამიანი საუკეთესო სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული თვეების განმავლობაში, ჩახედეს კონსტიტუციას, ჩახედეს კანონს და საბოლოო ჯამში გამოიტანეს დასკვნა, რომ აქ რეალურად მიმდინარეობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება, რომ მოხდეს ამ საფუძვლით ხელისუფლებაზე ზეწოლაზე, ხელისუფლება გვაიძულონ, მივიღოთ უკანონო გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც კონსტიტუციით, არც კანონმდებლობით, არც საერთაშორისო კონვენციებით არანაირად არ არის გათვალისწინებული. ანუ, რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის გარემოცვა, მისი მეგობრებიც, მათ შორის საზღვარგარეთ, გვეუბნებიან, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ უფრო თანასწორია ზოგიერთი, მაგალითად, სააკაშვილი. ანუ ყველა პატიმარი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოთო. ამას გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში, რასაც დღეს ევროპის საბჭომ უპასუხა მკაფიოდ, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლა. 

„ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge