png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გაუგებარია ის ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ, ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ რუსული შლეიფი - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 03.03.2023
  • 15:01
გაუგებარია ის ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ, ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ რუსული შლეიფი - კახა კალაძე

ერთადადერთი მცდელობა აქვთ, აღნიშნულ კანონპროექტებს მოახვიონ რუსული შლეიფი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, საბოლოო დასკვნამდე კი მათ შინაარსზე დისკუსია გახსნილია.

„გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ. არავინ საუბრობს შინაარსზე, რატომ არის ეს კანონი პრობლემა. ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ შლეიფი, თითქოს რუსული კანონია. ორივე კანონპროექტი გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით დასკვნებს. პარალელურად, დისკუსია გახსნილია, ვინმეს თუ შინაარსთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პარლამენტი ამისთვის არსებობს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი საკმაოდ ლიბერალურია და ერთადერთს - გამჭვირვალობას მოითხოვს.

„წარდგენილია ორი კანონპროექტი - ერთი ანალოგია იმისა, რაც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქიდან არის ნათარგმნი და გადმოტანილი, რაც ჩემი დამოკიდებულებით, არის საკმაოდ ხისტი. მეორე, კანონპროექტი, ქართული, საკმაოდ ლიბერალურია, მოითხოვს გამჭვირვალობას - საზოგადოებას  ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. გამჭვირვალობა კი რატომ არის ცუდი, არ მესმის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge