png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელის სიტყვა არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს არის რუსული კანონი - მდინარაძე

  • კომენტარები
  • 28.02.2023
  • 16:47
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელის სიტყვა არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს არის რუსული კანონი - მდინარაძე

როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განაცხადებასთან დაკავშიერბით თქვა.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი როცა გამოდის, ვფიქრობ, რომ თითოეული სიტყვა უფრო მეტად უნდა იყოს დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს არის რუსული კანონი. როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი. ჩვენ ხომ, ამ კანონის მიმართ სამივე მოსმენით საბოლოო მხარდაჭერა არ დაგვიფიქსირებია და ვენეციის კომისიას ველოდებით?“ - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი გამჭვირვალობას შეეხება და უნდა ითქვას, სათაურსარ ეთანხმებიან თუ შინაარს.

ქვეყნის შიგნით არის პიარული თავხედობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული კანონი ითარგმნა და ამბობენ, ეს რუსულია. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ამომრჩეველს კადრონ, რომ პირდაპირი თარგმანიც რუსულია. აქ ხომ დგახართ და ხომ ვარ, ნედ პრაისმა რომ თქვას, არ ვართ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ? როგორ ეს ადამიანი იტყუება, როგორ ის? – სახელებსა და გვარებს თავი დავანებოთ და ვთქვათ, ტყუილი და მართალი რა არის. „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი გამჭვირვალობას შეეხება. სათაურზე თუ ვერ ვთანხმდებით, ეს ვთქვათ, თუ შინაარსის პრობლემაა, ესეც დავადასტუროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge