png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენი, სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების ინტერესები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან, ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს კარგად და მათ ეს არ უნდათ - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 20.02.2023
  • 08:57
ჩვენი, სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების ინტერესები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან, ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს კარგად და მათ ეს არ უნდათ - რატი ბრეგაძე

ჩვენი, მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების ინტერესები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს კარგად და მათ ეს არ უნდათ, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„როგორც ხედავთ, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული ფაქტების საფუძველზე და არ მოქმედებს მოწოდებებით. მე მესმის მისი ადვოკატების, რომლებიც კარგ ანაზღაურებას იღებენ, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ყველა შესაძლო მეთოდით იბრძოლონ ამ ადამიანის თავისუფლების მოსაპოვებლად. ასევე, ლობისტებისაც, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია იმ გადახდილ თანხებზე, რომელთაც მათ როგორც სააკაშვილი, ასევე სხვა პირები უხდიან და ისინი ცდილობენ მაქსიმუმის გაკეთებას, მაგრამ ეს საზოგადოება არ არის ბრმა, რომ სიმართლე ტყუილისგან ვერ განასხვაოს; ვერ განასხვაოს ერთმანეთისგან თეთრი და შავი ფერი.

როდესაც ადამიანი არის სამკურნალო დაწესებულებაში და თუ მას ესაჭიროება მკურნალობა და ამ ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს, მაშინ რა წამებაზე შეიძლება იყოს საუბარი?! რა წამებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც თუ არ ვცდები, ამ ადამიანს უკვე 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს?! არის ოროთახიან პალატაში, ჰყავს ექიმები, რომლებიც მუდმივად ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ იყოს კარგად. უბრალოდ, ჩვენი, ამ ადამიანისა და მისი მხარდამჭერების ინტერესები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს კარგად და მათ ეს არ უნდათ. მათ უნდათ, რომ ეს ადამიანი იყოს ცუდად და ამ მოტივით ის გაიყვანონ პენიტენციური დაწესებულებიდან.ესაა მათი სურვილი და აქ ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ადამიანი იყოს ჯანმრთელად“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge