png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი გამოიყენონ მეორე ფრონტის მიზნებისათვის - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 15.02.2023
  • 23:28
ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი გამოიყენონ მეორე ფრონტის მიზნებისათვის - ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტარებმა იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ, რომ მისი ეს ავტორიტეტი, მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ, მეორე ფრონტის მიზნებისათვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციების მიზანი არის მისი დაშანტაჟება.

"მიზანი არის შანტაჟი. სანქციის დაწესება უკვე ნიშნავს დასჯას და როცა ადამიანს სჯი, მისგან ვერაფერს ვეღარ ელოდები. სწორედ იმიტომ ხორციელდება შანტაჟი და იმიტომ მოქმედებს დე ფაქტო სანქციები და არაფორმალური სანქციები, რომ მიზანი არის შანტაჟი და მიზანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ პოლიტიკაში იმისათვის, რომ მან გავლენა იქონიოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ, რომ მისი ეს ავტორიტეტი, მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ, მეორე ფრონტის მიზნებისათვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს და არ გააკეთებს.

ეს მან ხაზგასმით აღნიშნა თავისივე წერილში. მგონია, რომ ეს გაგრძელდება. სწორედ იმიტომ გაგრძელდება, რომ მიზანი არის შანტაჟი და არა დასჯა. ამიტომ იყენებენ ისინი დე ფაქტო სანქციებს, რაც წამოსცდა ერთ-ერთ ინტერვიუში ვიოლა ფონკრამონს და ამიტომ არ იყენებენ ისინი ფორმალურ სანქციებს, თუ ადამიანს დასჯი მისგან ვერაფერს ვეღარ მიიღებ,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge