png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ღირებული ვერ იქნება დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის მფარველობაზე, მეცენატზე კი გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 15.02.2023
  • 23:27
ღირებული ვერ იქნება დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის მფარველობაზე, მეცენატზე კი გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია  შეაფასა. მისი თქმით, დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, როდესაც ქველმოქმედი ადამიანის სანქცირებაზეა საუბარი, ხოლო „კრიმინალი“ კი თურმე უნდა გათავისუფლდეს.

„მე დილითაც ვთქვი, რომ რეზოლუციისგან არაფერს ახალს და  განსხვავებულს არ ველოდი. შედეგი მართლაც იგივეა, არაფერი სიახლე რეზოლუციას არ აქვს. მას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს. როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებით არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სერიოზული სახე ვერ ექნება. ავხსნი რატომაც - დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან, ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს, ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ რთულ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ქვია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დღესაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ. ბევრი წარმატება გვქონდა, მიუხედავად სირთულეებისა. დღესაც,  ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას, მაგრამ ვიხილეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის არ მიღებასთან დაკავშირებით. ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge