png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გელათიდან უნდა განვდევნოთ ჯალათები, წულუკიანები, მაჯლაჯუნები და ეშმაკები - ლევან ხაბეიშვილი

  • კომენტარები
  • 13.02.2023
  • 14:58
გელათიდან უნდა განვდევნოთ ჯალათები, წულუკიანები, მაჯლაჯუნები და ეშმაკები - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, გელათის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტები საკუთარი ფინანსებით ჩამოიყვანოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გათავისუფლდება და ისტორია თეა წულუკიანის სახელს დაიმახსოვრებს, როგორც -„ჯალა-თეას.”

„გელათი არის საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლო. გელათი არის საქართველოს ქრისტიანული კულტურის ანუ საქართველოს ევროპელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. გელათი, სვეტიცხოველთან ერთად, არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სწორედ გელათი და სვეტიცხოველი არის მსოფლიოს ისტორიულ რუკაზე საქართველო. ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართული მრავალი ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და, პარალელურად, საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია -„ჯალა-თეა”. შესაბამისად, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, გვიწევს ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი შეთავაზების შესახებ – მზად ვართ გელათთან დაკავშირებით მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, უზრუნველვყოთ ეს, მათ შორის, ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა „ჯალა-თეამ”. მოვუწოდებ, მათ შორის, კულტურის სამინისტროს იმ გმირ თანამშრომლებს, ვინც წერენ დასკვნებს კრიტიკულსა და სიმართლეს გელათის შესახებ, არ შეგეშინდეთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ გვერდით ვარ. იცით ჩვენი კონტაქტი, მისამართი, თითოეული თქვენგანის გვერდით დავდგები, მათთან, ვინც ხელს არ აწერს ქურდობას, კრიმინალობას, ჯალათობას და პირდაპირ და ღიად საუბრობთ გელათში განვითარებულ მოვლენებზე. შესაბამისად, უნდა განვდევნოთ ჯალათები, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიცა და ეშმაკებიც გელათიდან. ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველვყოთ, რათა გადავარჩინოთ გელათი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge