png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, უნდა ვიპოვოთ ძალა და სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ - ნიკა მელია

  • კომენტარები
  • 06.02.2023
  • 23:02
მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, უნდა ვიპოვოთ ძალა და სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ - ნიკა  მელია

ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მეტად საგანგაშო ხდება, რადგან ის იმედი, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანში არსებობდა, საოცრება მომხდარიყო, ეს იმედიც გადაწურულია. ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია საზოგადოებრივი, პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, სიმართლე ვთქვათ, კონსოლიდაცია არ არის ადვილი იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენს თავს მოხდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც იყო 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ. ამის შემდეგ დავუბრუნდებით იმ პროცესს, რომელიც ნორმალურია როგორც წესი პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ არა ამ დროს. მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია, ჩვენი მეცადინეობით, ადვილი აღარ არის. დარწმუნებული ვარ, დღეს აქ ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი 9 ნოემბრიდან მოყოლებული. პირობას ვაძლევ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, ვისი მხარდამჭერებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ამ ბოლოს თვეების განმავლობაში, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ამას არანაირი პარტიული თანამდებობა არ სჭირდება. აქ ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და ნებისმიერი სხვა არის მეასეხარისხოვანი“, – განაცხადა მელიამ.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge