png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ზელენსკისა და ევროპარლამენტარების განცხადებები მიუთითებს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა მცდელობა არ დააკლეს საქართველოს მძევლად ასაყვანად - გია ვოლსკი

  • კომენტარები
  • 02.02.2023
  • 13:44
ზელენსკისა და ევროპარლამენტარების განცხადებები მიუთითებს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა მცდელობა არ დააკლეს საქართველოს მძევლად ასაყვანად - გია ვოლსკი

ზელენსკის განცხადება, ისევე როგორც განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ იმას მიუთითებს, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა უკრაინის მაღალჩინოსნების მონაწილეობით პრინციპში მცდელობა არ დააკლეს, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

"ფიგურალურად რომ ვთქვათ, საქართველო დღეს მძევლის როლში უნდათ გამოიყვანონ და ამ მძევალს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება სააკაშვილი. ეს არის პირობა დაყენებული. მძევლად აყვანილი საქართველო, ეს არის მიზანი, რომელსაც უნდათ, რომ მიაღწიონ. რეალობა გვაქვს სხვა. როდესაც ადამიანი თვითდაზიანებას მიჰყვება და უკვე რეალურად გამოიკვეთა ეს სურათი, არ შეიძლება, სახელმწიფო ამაზე პასუხს აგებდეს. არის სასამართლო, რომელსაც ვერავინ მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ გექნებათ სტაბილურობა, თუ არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს. რომ ვეუბნებით საფუძველი გვითხარით ამის, ან მექანიზმი აღგვიწერეთ, როგორ ხდება ევროპაში მაგალითად, თქვენს კონკრეტულ ქვეყანაში პატიმრის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ამაზე პასუხი არ არსებობს. საქართველოში დესტაბილიზაციით ხელისუფლების შეცვლა კვლავ არსებობს და ეს დღის წესრიგის უცვლელი პუნქტია. მეორე საკითხია სამართლებრივი თემა და მესამე საკითხია კიდევ პრეცედენტი,  შეიძლება განა ბრეივიკმა იშიმშილოს, ან კარაქის ხარისხი არ მოეწონოს, როგორც ეს უკვე მოხდა და ამის გამო ნორვეგიის სასამართლომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტოს? ან მსოფლიოში სად გინახავთ, რომ დამნაშავე ადამიანი გამოეშვათ იმის გამო, რომ იგი თვითდაზიანებისგან არ იკავებს თავს. ყველზე დიდი სამარცხვინო და უტიფარი დამოკიდებულება არის ის, რომ ელემენტარულად ადამიანისთვის საჭმელიც კი არ მოაქვთ, რომ მან რაღაც კალორაჟი მიიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი, მოკლას მიხეილ სააკაშვილი.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge