png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთი ტანგოს ცეკვავდა სააკაშვილის რეჟიმთან - ირაკლი ზარქუა

  • კომენტარები
  • 02.02.2023
  • 11:51
რუსეთი ტანგოს ცეკვავდა სააკაშვილის რეჟიმთან - ირაკლი ზარქუა

ტანგოს რუსეთი ცეკვავდა სააკაშვილის რეჟიმთან, ხოლო ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც კარასინი ამბობს: „ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთ გამოთქმა: ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება და თუ ერთი მონაწილე ორჭოფობს, ძალდატანება არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“

ზარქუას თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას.

„კარასინის ამ პოზიციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენ ვთქვით, მილიონამდე ეთნიკურად ქართველი არის რუსეთის მოქალაქე, დღეს რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, შემოვიდნენ ქვეყანაში და არ არიან შეზღუდული, მივესალმებით, თუ მოხდება პირდაპირი რეისების, ფრენების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს ცეკვავდნენ წინა ხელისუფლებასთან და სხვათა შორის, ამის თაობაზე ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის, ამ არჩევნების პერიოდში რაც ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, ვინ როგორ აბრალებდა რუსული ინტერესების გატარებას. კიდევ ერთხელ ცხადია, რომ ტანგოს ცეკვავდნენ ზუსტად სააკაშვილის რეჟიმთან, ხოლო ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge