png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება, კვების საკითხის გარდა - სააკაშვილის ექთანი

  • კომენტარები
  • 01.02.2023
  • 16:31
მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება, კვების საკითხის გარდა - სააკაშვილის ექთანი

მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება ამ ბოლოს, კვების საკითხის გარდა, - ამის შესახებ სასამართლოზე „ვივამედის“ მედდამ, სააკაშვილის პირადმა ექთანმა ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში სააკაშვილი წონაში მკვეთრად იკლებს, საკმარისად არ იკვებება. როგორც ექთანმა აღნიშნა, მას არ შეუძლია თქმა, სააკაშვილი არ იკვებება თუ ვერ იკვებება.

„მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება ამ ბოლოს, კვების საკითხის გარდა. აგრესია არ ჰქონია ჩემ მიმართ. სრულფასოვნად არ იკვებება, ფაქტი სახეზეა – ადამიანი იკლებს, არის სუსტად. გადასხმები, სისხლის აღება – პროცედურებზე ჩემთვის უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ კვებას, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას სჭირდება. გუშინწინაც მქონდა საუბარი და კატეგორიული უარი მითხრა. მას უფლება აქვს, უარი განაცხადოს. არ ვიცი, რატომ ამბობს უარს. არ იმყოფება უგონო მდგომარეობაში და მან უნდა თქვას. ერთი თვის წინ, უნდობლობის გამო მოხდა, რომ აღარ შემაქვს (საკვები), ვამჯობინეთ, მშობელს შეეტანა. ინტოქსიკაციის შემდეგ მოხდა ეს. 24-საათიანი რეჟიმით მიწევს მუშაობა და ჩემს მორიგეობაზე ბადრაგმა დამიძახა, ხმაური გაიგონა, ყურადღებიანები არიან. შევედი და ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში. გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. ავაყენეთ და ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მუხლებზე იყო დავარდნილი და ხელებზე დაყრდნობილი. მივდიოდი საპირფარეშოში, თავბრუ დამეხვა და ვიფიქრე, ამას დავეყრდნობიო. დამხმარე კონსტრუქციით გადაადგილდება ბოლო დროს. ბოლოს, ეტლით მიმაყვანინა თავი საპირფარეშომდე. ჩაცმა, ბანაობა, წვერის გაპარსვა თავიდან დამოუკიდებლად არ უჭირდა. ბოლო ორი თვეა, უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და ვეხმარებით. აღნიშნავს, რომ თავბრუ ეხვევა და ვარდება, ჩვენ ეს არ დაგვინახავს“, – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექთანმა ქეთევან ღვინიანიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge