png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიგა ბედინეიშვილი: ხელისუფლებამ ამ 3 წლის განმავლობაში ყველაფრის დაქცევა ვერ მოახერხა

  • ინტერვიუები
  • 30.09.2015
  • 14:38
გიგა ბედინეიშვილი: ხელისუფლებამ ამ 3 წლის განმავლობაში ყველაფრის დაქცევა ვერ მოახერხა

”პრაიმნიუსჯორჯია” თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანს, გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა. მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის არაფერი გაუკეთებია. ბედინეიშვილის თქმით, ბევრი მიმართულებით საქართველოს მდგომარეობა პირიქით გაუარესდა კიდეც.

 - ხელისუფლება საუბრობს ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესზე, რეალურად თუ შეინიშნება გაჯანსაღების პროცესი და სად?

 - მე არ ვიცი, იმას რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი ჰქვია თუ არა. ეკონომიკური ზრდა არის შენელებული, ლარის კურსი გაუფასურებულია. ასევე ერთ სულ მოსახლეზე მშპ არის შემცირებული. ვერანაირად ამ პროცესს ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს ვერ დავარქმევდი.

 - პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური გუნდი დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს რეალისტურს უწოდებდენ. თუ გასული წლის მაგალითს მოვიყვანთ, ლამის ბოლო თვემდე არ აღიარებდა ხელისუფლება იმას, რომ ეკონომიკური ვარდნა იყო. ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალისტურია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი?

 - როგორც მახსოვს, 2015 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2 %-ია, რაც რეალისტური შეიძლება იყოს. თუმცა მე ამ მიმართულებით უფრო სხვა სიტყვებს გამოვიყენებდი - ეს შეიძლება იყოს მაინც ამბიციური გეგმა. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მოქნილი ეკონომიკაა. თუმცა ეს ამ მთავრობის დამსახურება არ არის. ეს არის ამ მთავრობის ძალისმევის მიუხედავად გამოწვეული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეკონომიკის დერეგულაციისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. საუბარი მაქვს 2003 წლიდან 2008 წლამდე გატარებულ რეფორმებზე, მაგალითისათვის ძალიან გამარტივდა ბიზნესის კეთება. კარგი ინერცია იყო იმისათვის, რომ ეკონომიკა მართლაც უფრო მოქნილი და ჯანსაღი ყოფილიყო. ჩვენმა ეკონომიკამ რამდენჯერმე აჩვენა კიდეც, რომ შოკებს კარგად უძლებს. ზოგადად კი შოკებს კარგად უძლებს ის ეკონომიკა, რომელიც მოქნილია. რაც ახალი მთავრობა მოვიდა, ან არაფერი გაკეთებულა ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის, ან პირიქით ბევრი თვალსაზრისით ეკონომიკური პოლიტიკა გააუარესა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ყველაფრის დაქცევა ვერ მოახერხა.

 - სებ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ინვესტიციები შემოვა, ეკონომიკა გაჯანსაღდება და პროცესები დარეგულირდება, შესაძლებელია ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდესო. რამდენად რელიასტურია ეს პროგნოზი?

დიდი ხანია სხვადასხვა მხარე გაიძახის, რომ ლარი გამყარდება. ერთადრეთი რაც მოხდა არის ის, რომ რეზერვები დავხარჯეთ იმისათვის, რომ ლარი ხელოვნურად, 2 %-ით გაგვემყარებინა, რომელიც ისედაც მოხდებოდა. ფაქტობრივად, რაც სებ-ის პრეზიდენტმა თქვა არის ის, რომ ლარი ზედმეტად გაყიდული იყო, ანუ ქანქარა ზედმეტად გაქანდა. უკან დასაბრუნებლად სებ-მა საკუთარი რეზერვები გაყიდა. რომ არ გაეყიდა რეზერვები ბანკს, გამყარება მაინც მოხდებოდა. თუმცა ეს შედარებით ნელი პროცესი იქნებოდა. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ სებ-მა ამისათვის რეზერვები უნდა გაიყიდოს, მაგრამ სხვა მხრივ სებ-ს ვერაფერში ვერ დაადანაშაულებ, რადგანაც საკმაოდ რთულ პერიოდში კარგად მოქმედებდა ამიტომ მზად ვარ ეს მცირედი სებ-ს შევუნდო.

”პრაიმნიუსჯორჯია”, ესაუბრა გიორგი საკარული

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge