png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კინზინგერი, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან და ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პრობლემები, რაც მას არ გამოუვა - კობახიძე

  • კომენტარები
  • 26.01.2023
  • 18:09
კინზინგერი, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან და ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პრობლემები, რაც მას არ გამოუვა - კობახიძე

თავის დროზე, კინზინგერი, ვიდრე ის იყო კონგრესმენი და, პრაქტიკულად, გარიცხავდნენ მას საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. წესით, ის კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განახადა.

მისი თქმით, ადამ კინზინგერს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები.

„თავის დროზე, კინზინგერი, ვიდრე ის იყო კონგრესმენი და, პრაქტიკულად, გარიცხავდნენ მას საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. წესით, ის კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის იმას, რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს უფრო დიდი პრობლემაა. საზოგადოებამ განსაჯოს, რა დგას ამ ყველაფრის უკან. კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული. ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან. შესაბამისად, აქვს თავისი პრობლემები და, ბუნებრივია, ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: "საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, "ქართული ოცნება", ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge