png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მომწონს, ტარიელი ქაჯეთის ციხიდან რომ გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია - პაატა მანჯგალაძე

  • კომენტარები
  • 25.01.2023
  • 12:40
მომწონს, ტარიელი ქაჯეთის ციხიდან რომ გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია - პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 24 თებერვლის აქციის მონაწილეებს არანაირი რევოლუციური სცენარი არ აქვთ.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილთან რევოლუციურ სცენარსა და ქაჯეთის ციხის აღებაზე არ უსაუბრია.

„ჩვენ ვართ 24 თებერვლის აქციის ორგანიზატორები და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არანაირი რევოლუციური სცენარი არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. გვინდა, ამ სოლიდარობით საქართველოს ჰქონდეს მშვიდობა და არა – ლავროვისა და პუტინის გადაწყვეტილებაზე დამყარებული მშვიდობა. არ ვიცი, რა იგულისხმება რევოლუციური სცენარის უკან. ხაბეიშვილის განცხადებაზე მას უნდა ჰკითხოთ, ამაში რას გულისხმობს. ალბათ იმას გულისხმობს, რომ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დამატებით კიდევ დამართეს კორონა. შეიძლება, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ეს განცხადება ემოციურად გააკეთა. სხვა ახსნა არ ვიცი. გამიგია და ძალიან მომწონს, მაგალითად, ტარიელი ქაჯეთის ციხიდან რომ გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია. ლევანს ვიცნობ, პატივს ვცემ, აქტიურია, მაგრამ რევოლუციურ სცენარსა და ქაჯეთის ციხეზე არ გვისაუბრია. რომ შემომთავაზოს, ავთანდილი თუ ვიქნები? როგორც კი ლევანისგან ქაჯეთის ციხის აღებაზე შეთავაზება მექნება, პირველი თქვენ გეტყვით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge