png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდის მსუბუქი გამოვლენა აქვს, პაციენტი რჩება პალატაში - ზურაბ ჩხაიძე

  • კომენტარები
  • 25.01.2023
  • 12:32
სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდის მსუბუქი გამოვლენა აქვს, პაციენტი რჩება პალატაში - ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სააკაშვილს კორონავირუსის მსუბუქი გამოვლენა აქვს. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ინფიცირების წყარო დადგინდეს.

მისი თქმიტთ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც შეათანხმა სააკაშვილის სამკურნალო გეგმა, რის მიხედვითაც მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობა.

„სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა. დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, როდესაც მსგავსი შემთხვევა ხდება, ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური აქტიურადაა ჩართული. დგინდება კონტაქტები, ლაბორატორიულად გადამოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს დილით გაიტესტება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, სააკაშვილი რჩება პალატაში.

„მესმის ადვოკატების მოწოდებები რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია. ეს ძალიან კარგად იცის ადვოკატმა, ყოველდღე დადიოდა. აქამდე ამბობდა, რომ საერთოდ არ გვქონდა რეანიმაცია, ახლა ამბობს, რეანიმაციაში გადაიყვანეთო. სად გადავიყვანოთ, თუ რეანიმაცია არ გვაქვს? ეს აღჭურვილობა იქ ყოველთვის იყო. მკურნალ ექიმთან ერთად, ყველა ექიმი ვმონაწილეობდით კონსილიუმში და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge