png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ფინეთმა უკრაინისათვის 400 მლნ ევროს მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა

  • მსოფლიო
  • 20.01.2023
  • 14:08
ფინეთმა უკრაინისათვის 400 მლნ ევროს მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა

ფინეთმა უკრაინისათვის 400 მილიონი ევროს მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 20 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და 590 მილიონ ევროს მიაღწევს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადების საფუძველზე 19 იანვარს მიიღო.

ამასთან, ფინეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დახმარების კომპლექტში არ იქნება Leopard 2-ის მარკის ტანკები.

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, გერმანია უარს ამბობს და არც ნატოს სხვა მოკავშირეებს აძლევს თანხმობას, რომ უკრაინას გერმანული მოდელის ტანკები გადასცენ.

19 იანვარს  გამართულ შეხვედრაზე ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "ტალინის დეკლარაციას", რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ  სამხედრო დახმარება გაუწიონ უკრაინის არმიას.

დანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავის შეიარაღებაში არსებულ 19 ფრანგულ თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“, რომელიც ამ ტიპის იარაღებში საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში.

ესტონეთმა და ლიეტუვამ გამოაცხადეს რეკორდული დახმარების პაკეტები, ხოლო დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციასთან ერთად, უკრაინას Brimstone-ის კლასის 600 რაკეტას გადასცემს.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს.

დღეს, 20 იანვარს  "რამშტაინის" ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ათობით მოკავშირე შეიკრიბება, რომლებიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავენ. „რამშტაინის“ ბაზაზე უკვე ჩავიდა აშშ-ის თვადაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. შეხვედრაზე მთავარი თემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდება იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge