png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უკრაინის ჯარმა, სავარაუდოდ, სოლედარი დატოვა და თავდაცვით ბრძოლას ბახმუტის შემოგარენში განაგრძობს - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 18.01.2023
  • 12:48
უკრაინის ჯარმა, სავარაუდოდ, სოლედარი დატოვა და თავდაცვით ბრძოლას ბახმუტის შემოგარენში განაგრძობს - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინის ჯარმა, სავარაუდოდ, სოლედარი დატოვა და თავდაცვით ბრძოლას ბახმუტის შემოგარენში განაგრძობს.

როგორც იუწყებიან, 16 იანვარს, უკრაინის არმია ქალაქ სოლედარიდან გავიდა, რის შემდეგაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და “ვაგნერის“ დაჯგუფებამ ქალაქზე კონტროლი დაამყარა. უკრაინის ჯარმა, სავარაუდოდ, დასავლეთით ახალი თავდაცვითი ხაზები გაავლო.

რუსეთის იერიში სოლედარზე ძირითადად ხორციელდებოდა „ვაგნერის“ დაჯგუფების ძალებით და საბოლოო ჯამში მიმართული იყო ბახმუტის ალყაში მოქცევისკენ.  

ბახმუტში უკრაინის ძირითადი მომარაგების ერთ-ერთი გზა ამჟამად მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

ბრიტანეთის დაზვერვის ფოტომასალაში ჩანს, რომ 2023 წლის იანვრის დასაწყისში ბახმუტის სამხრეთი და აღმოსავლეთი ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იმყოფება. ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალები, სავარაუდოდ, განაგრძობენ თავდაცვას რუსეთის ძალებისგან ქალაქის შემოგარენში.

მანამდე, ბრიტანეთის დაზვერვა იუწყებოდა, რომ ბოლო ექვს კვირაში უკრაინამაც და რუსეთმაც უმნიშვნელო წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა ოპერატიული გარღვევისთვის ორივე მხარეს ესაჭიროება ბრძოლისუნარიანი შენაერთების შექმნა, რომლებსაც ამ წარმატებების გამოყენება შეეძლებათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge