png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უკრაინა ევროკავშირის წევრი ორ წელზე ნაკლებ დროში გახდება - დენის შმიგალი

  • მსოფლიო
  • 13.01.2023
  • 22:13
 უკრაინა ევროკავშირის წევრი ორ წელზე ნაკლებ დროში გახდება - დენის შმიგალი

უკრაინის მთავრობა იმედოვნებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას და უკრაინის წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ორი წლის პერსპექტივაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავდგათ მომდევნო ნაბიჯები ინტეგრაციისთვის. ასევე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რათა მკაფიოდ გავიგოთ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა“, -აღნიშნა შმიგალმა.

როგორც უკრაინის პრემიერმა განაცხადა, პარალელურად, უკრაინა მოემზადება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

„შემდეგ ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ვიმედოვნებთ ამ გზის გავლას ორ წელზე ნაკლებ დროში და მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა ევროკომისიის დელეგაცია, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და 10-ზე მეტი ევროკომისრის შემადგენლობით.

„ეს მხოლოდ ომში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალი არ იქნება, ის ასევე აჩვენებს, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის“, – აღნიშნა დენის შმიგალმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge