png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთი სომხეთს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს

  • მსოფლიო
  • 12.01.2023
  • 17:02
რუსეთი სომხეთს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს

რუსეთი სომხეთს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას კომენტარში, რომელიც უწყების გვერდზე გამოქვეყნდა.

ზახაროვას თქმით, სომხეთის გადაწყვეტილებამ მოსკოვში, დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ, ხელი შეუშალა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს.

„სწორედ სომხეთის ხელმძღვანელობამ ბოლო მომენტში გააუქმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მირზოიანის ვიზიტი. ამან ხელი შეუშალა არა მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მსჯელობას, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის  სხვა გადაუდებელი საკითხების ნორმალიზაციას, მათ შორის ლაჩინის დერეფნის ირგვლივ სიტუაციას“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, თუ სომხეთი რეალურად დაინტერესებულია აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში, უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეთანმების კომლექსური რეალიზაციის შესაბამისად, მაშინ, აუცილებელია გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა.

„რუსეთის წინადადება, დაუთმოს სივრცე სამშვიდობო შეთანხმებისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს, ძალაში რჩება“, - განაცხადა ზახაროვამ.

ბოლო პერიოდში სომხეთი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ვერ გრძნობს რუსეთის მხრიდან საჭირო მხარდაჭერას აზერბაიჯანთან კონფლიტქში.

 სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა დეკემბერში განაცხადა, რომ რუსეთი, სომხეთს აიძულებს დერეფანი გაუხსნას აზერბაიჯანს და შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge