png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო რა ხდება - ვოლსკი

  • კომენტარები
  • 12.01.2023
  • 13:56
პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო რა ხდება - ვოლსკი

პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან, პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი. თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორებიც არის, მათ შორის, ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან, პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. ამის შემდეგ, თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა. „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში პოდოლიაკმა განაცხადა: „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge