png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ზელენსკიმ ყოფილ დეპუტატებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

  • მსოფლიო
  • 11.01.2023
  • 10:53
ზელენსკიმ ყოფილ დეპუტატებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა პოლიტიკოსებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინს და ანდრეი დერკაჩს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„თუ ხალხის რჩეულები ირჩევენ არა უკრაინელი ხალხის, არამედ უკრაინის მიწაზე მოსული მკვლელების სამსახურში ყოფნას, მაშინ ჩვენი ქმედებებიც შესაბამისი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ომის დაწყების შემდეგ კოზაკმა, კუზმინმა და დერკაჩმა დატოვეს უკრაინა, მათი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

უკრაინული მედიის თანახმად, კოზაკს მას სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში იმალებოდა და რუსეთში გაქცევის მცდელობისას დააკავეს. მოგვიანებით, ის უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. ექს-დეპუტატი დერკაჩი, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის გენშტაბის ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული. კუზმინი ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში და უკრაინაში მასზეც ძებნაა გამოცხადებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge