png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები - სოზარ სუბარი

  • კომენტარები
  • 15.12.2022
  • 20:17
სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები - სოზარ სუბარი

მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან, სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები. გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი უნდა იყოს ისეთ პირობებში, როგორშიც სხვა პატიმრები არიან.

„გუშინ რაც ვიხილეთ, გამახსენდა ადამიანები მეშვიდე განყოფილების დილეგებში, მაგალითად, მირცხულავა, სულხან მოლაშვილი – რა პირობებშიც ისინი იყვნენ საკანში გამოკეტილი და რა პირობებშიც სააკაშვილი არის ახლა. მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან, ეს ადამიანი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები. გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში. დაემორჩილება ექიმების რჩევებს, მიიღებს საკვებს და იქნება ჯანმრთელი. ღმერთმა დაგვიფაროს, სააკაშვილი ან რომელიმე სხვა პატიმარი იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, როგორშიც ის ამყოფებდა პატიმრებს. ეს იქნებოდა შურისძიება. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი უნდა იყოს ისეთ პირობებში, როგორშიც სხვა პატიმრები არიან. ადამიანი ციხის საკანს თუ ვერ ეგუება, როგორც მისი ექიმები ამბობენ, ეს უნდა გაითვალისწინოს მაშინ, როცა დანაშაულს სჩადის. წელიწადზე მეტია, ვისმენთ სპეკულაციებს, როგორ პირობებში არის, მომაკვდავია, ფეხზე ვერ დგება. ვიხილეთ კადრები, როდესაც ის თავს ესხმოდა თანამშრომლებს. შთაბეჭდილება დაგვრჩა, ტყუილია, რომ მომაკვდავია, ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge