png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ცდილობენ გააქილიკონ მშვიდობა, რომელიც დღეს ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში სუფევს - მიხეილ სარჯველაძე

  • კომენტარები
  • 13.12.2022
  • 15:27
 ცდილობენ გააქილიკონ მშვიდობა, რომელიც დღეს ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში სუფევს - მიხეილ სარჯველაძე

მშვიდობა არის, რაც დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება, ხელისუფლების დიდი მეცადინეობით ვახერხებთ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„არაერთი უპასუხისმგებლო, ყალბი პათეტიკით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ხდება, ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. ცდილობენ გააქილიკონ მშვიდობა, რომელიც დღეს ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში სუფევს, ამბობენ, რომ ეს არის ცარიელი მშვიდობა. ცარიელია თუ სავსეა, ეს არის მშვიდობა და მშვიდობა არის ის, რაც დღეს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება და ვახერხებთ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული. ეს არის უზენაესი ღირებულება დღეს საქართველოსთვის. უტიფრობაა, როდესაც ხაბეიშვილისგან ისმენ, თითქოსდა ადგილი აქვს ოკუპაციის დაკანონებას, კაცისგან, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მხარი დაუჭირა და დღემდე იბრძვის იმის გასამართლებლად, რა რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეს 2008 წელს. როდესაც პრაქტიკულად საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დანაშაულის ჩადენაში. მართლაც ოკუპაციის დაკანონებისკენ მცდელობა შეიძლება დაერქვას ამას, რაც მათ გააკეთეს იმ რეზოლუციის ხელმოწერით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge