png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ღარიბაშვილის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს - ბადრი ჯაფარიძე

  • კომენტარები
  • 12.12.2022
  • 19:52
ღარიბაშვილის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.

ღარიბაშვილმა ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ე.წ. ინვესტორები უწოდა და თქვა, რომ მათ 3 მილიონი აქვთ დახარჯული.

"მისი [ირაკლი ღარიბაშვილის] შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც კი, გამომდინარე ტყუილის მასშტაბიდან. სინამდვილეში, ანაკლიაში იქნა ინვესტირებული $75 მლნ, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული. ეს ციფრი და ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში. თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერმინისტრს და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალი რეპუტაციის აუდიტორულ კომპანიას. ეს არის ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75. 

მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, არის თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება. სინამდვილეში, ეს არის $40 მილიონის ინვესტირება, რომელიც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში უკვე რამდენიმე წელია და დევს იქ. ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ შემქნილი იმის გამო, რომ არის გაპარტახებული იქაურობა და არის სრული განუკითხაობა, არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით. მათ 3 წლის წინ ჩამოართვეს ინვესტორს $75 მილიონი".

ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება.

"ღარიბაშვილის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს, ყველა ტყუილს. ის ინვესტირება, რომელზეც ის საუბრობს, ეს არის დაახლოებით 200-დან 250 მილიონამდე დოლარის ინვესტირება, რაც ბიუჯეტში არ არის. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი. ამიტომ, რა თქმა უნდა ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება და პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge