png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მხარს დავუჭერ იმას, ვინც „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მოგვცემს - რომან გოცირიძე

  • კომენტარები
  • 12.12.2022
  • 14:20
ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მხარს დავუჭერ იმას, ვინც „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მოგვცემს - რომან გოცირიძე

დაახლოებით ერთ თვეში მორჩება ყველაფერი. იქნება კონკურენცია და ვინც გაიმარჯვებს, ის დააფასებს დამარცხებულის როლს მომავალში და დამარცხებულმა უნდა ჩამოართვას ხელი გამარჯვებულს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიაში შიდაარჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა განმეორდეს, როცა დამარცხებული გარბის ან მას აგდებენ.

„არ უნდა განმეორდეს ის, რაც 30 წლის განმავლობაში ხდება ქართულ პოლიტიკაში, როცა დამარცხებული გარბის ან აგდებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, „უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება და ვერ გააგრძელებს იგივე მასშტაბებით ფუნქციონირებას. როგორ შეაფასებთ ამას“, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კომენტარები სასაცილოა.

„სასაცილოა „ქართული ოცნების“ კომენტარები. „ქართულ ოცნებაში“ არასდროს მოხდება ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. იქ ვინ გაბედავს რაიმე კონკურენციას, რასაც ზემოდან დაავალებენ იმას შეასრულებენ. აქ ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს. ვერ ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე მაინცდამაინც დროული და კარგია, მაგრამ ზოგადად, როდესაც კონკურენცია ხდება, ეს ნიშნავს, რომ პარტია ცოცხალია. „ქართულ ოცნებაში“ ეს არასდროს მოხდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მხარს დაუჭერს იმას, ვინც პარტიას „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მისცემს.

„მხარს დავუჭერ იმას, ვინც „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მოგვცემს. ეს გამოჩნდება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge