png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს - წულუკიანი

  • კომენტარები
  • 09.12.2022
  • 20:13
იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს - წულუკიანი

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილმა შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ.

„როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს. მესმის, რომ ჩემს სიტყვას მის თვალში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის მნიშვნელობა და წონა, მაგრამ მაქვს ჩემი ვალდებულება, გამოვხატო ის აზრი, რომელიც პატიმარს, მის სიცოცხლესა და უფლებებს ეხება. აუცილებელია, მან შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მის მიერვე თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო სისტემა, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მომართულია იქითკენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გაუმჯობესებული და ბოლომდე დაცული.

ასეთია კანონი – თუკი დააშავებ, არის სასჯელი, სასჯელს უსჯის მოსამართლე და პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის პროცესში პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცულობას. დღეს საჭიროა მხოლოდ, რომ მოცემულმა პატიმარმა თავად გადაწყვიტოს თანამშრომლობა შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, რასაც მე მას პირადად ძალიან გულწრფელად ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge