png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სოფელ-სოფელ დადიან ომის პარტიის წარმომადგენლები და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ ამ ომში - მდინარაძე

  • კომენტარები
  • 06.12.2022
  • 16:36
სოფელ-სოფელ დადიან ომის პარტიის წარმომადგენლები და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ ამ ომში - მდინარაძე

არიან ადამიანები, ომის პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ ამ ბრძოლაში და ომში, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით.

"მეც გიდასტურებთ და თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან, ასეთებიც არიან. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ, მათ შორის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს. თქვენ თუ თვლით და მიგაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ერთი მიმართულებით უნდა გაიგოთ, სწორად იგებს საზოგადოება. დიახ, ყველამ იცის, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების. ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ. სოფელ-სოფელ, რაიონ-რაიონ დადიან და რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც და ვიცი, ერთი მებრძოლი ადამიანის შვილი დაიღუპა, უამრავი, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული ბიჭი დაიღუპა, რომლებიც არიან ადამიანები, რომლებიც რწმენით და ვაჟკაცობით იბრძვიან და სწამთ, რომ იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის. მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც სხვა გზით არიან წასულები. შეიძლება მათაც რწმენა გააჩნიათ, მაგრამ ხომ ვიცით ყველამ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ, რომ წაიყვანონ. არიან ადამიანები, ომის პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ ამ ბრძოლაში და ომში, არიან, ეს ხომ იცით ყველამ, მე მგონია რომ იცით და არ ამბობთ", - თქვა მდინარაძემ.

გუშინ, 5 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge