png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სააკაშვილს არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. შესაბამისად, ცხადია, ის ეყრდნობოდა გარკვეული ადამიანების რჩევას - სამადაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე

  • კომენტარები
  • 06.12.2022
  • 14:04
სააკაშვილს არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. შესაბამისად, ცხადია, ის ეყრდნობოდა გარკვეული ადამიანების რჩევას - სამადაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე

სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმება და შესაძლო დაღუპვა საქართველოს ციხეში – ამ ვითარებაზე პასუხისმგებელია ის ხალხიც, რომლებმაც ადეკვატურად ვერ შეაფასეს, რა შედეგები მოჰყვებოდა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის საინტერესოა, ვინ არის ის ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება ურჩია.

„მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ნაბიჯი იყო გამოწვეული იმით, რომ მას არ ჰქონდა მიღებული სწორი ინფორმაცია იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. შესაბამისად, ცხადია, როგორც საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ამ გადაწყვეტილების განხორციელებისას, სააკაშვილი ეყრდნობოდა გარკვეული ადამიანების რჩევასა და მათ წინადადებას.

შესაბამისად, ცხადია, საზოგადოებისთვის ალბათ საინტერესოა, ეს ხალხი ვინ იყო და ამაზე პასუხი მიხეილ სააკაშვილს ექნება. ჩვენ ეს არ ვიცით და მის მაგივრად ვერაფერს ვიტყვით. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს შექმნილია ყოფილი პრეზიდენტის გარშემო, ამ სახელმწიფოსთვის დამღუპველი და დამანგრეველი იქნება. სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმება და შესაძლო დაღუპვა საქართველოს ციხეში – ამ ვითარებაზე პასუხისმგებელია ის ხალხიც, რომლებმაც ადეკვატურად ვერ შეაფასეს, რა შედეგები მოჰყვებოდა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ იმაში, რაც შეიძლება, ძალიან მძიმედ დასრულდეს. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეს ხალხი და შესაბამისად, მათ მოტივაციაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამჟღავნდება და რაც უფრო მალე გამჟღავნდება, მით უკეთესია. საზოგადოებას აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა სამდაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge