png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გერმანიაში არცერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და ბელადის შესახებ, ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური - ოხანაშვილი

  • კომენტარები
  • 02.12.2022
  • 14:49
გერმანიაში არცერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და ბელადის შესახებ, ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური - ოხანაშვილი

პიარკამპანია ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადახედვის საფუძველი, – პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში არც ერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შესახებ, რაც ოხანაშვილის თქმით, ნიშნავს, რომ ევროპაში თემა აქტუალური არ არის.

„მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენით არის მიცემული. სასჯელს იხდის შესაბამისი მტკიცებულებებით გაჯერებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესია, რომ ეს თემა აქტუალური გახადონ. დააკვირდით, როგორც კი დაიწყო შიდა პოლიტიკური ძალთა გადანაწილება, რასაც საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლად აფასებს, ცდილობენ, ამ პოლიტიკური პარტიის ირგვლივ როგორღაც აქტუალობა შეინარჩუნონ. მერწმუნეთ და ფაქტია, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრა გავმართეთ და არც ერთ შეხვედრაზე კითხვაც კი არავის დაუსვამს მათი ლიდერებისა თუ ბელადის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური. ევროპისთვის ეს არის ერთი ჩვეულებრივი საკითხი, რომელიც ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში ხორციელდება. ეს პოლიტიკური პარტია ცდილობს როგორღაც შეინარჩუნოს თავისი აქტუალობა, თუმცა ესეც გადაიშლება, როგორც ჩვეულებრივი ფურცელი, რაც უნდა ეცადონ, რაიმე სერიოზული შედეგები ამას ვერ ექნება. რაც არ უნდა რეიტინგული, მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანიების დაქირავებით აწარმოონ პიარკამპანია, პიარკამპანია ვერ გახდება სასჯელის გადახედვის საფუძველი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge