png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, შეიძლება ველოდოთ პოზიტიურ ნაბიჯს - ედუარდ სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 29.11.2022
  • 22:30
ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, შეიძლება ველოდოთ პოზიტიურ ნაბიჯს - ედუარდ სააკაშვილი

ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ რეალობა, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ეს არის, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდმა TV პირველის ეთერში მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცადა.

"ბოლო დღეებში უფრო და უფრო აშკარა გახდა მეტი ადამიანისთვის, რომ მამაჩემის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. ამაზე ვივამედის ექიმებიც ძალიან ღიად საუბრობენ და თუნდაც რატი ბრეგაძის დღევანდელი პრესკონფერენცია ამაზე მეტყველებს ჩემი აზრით. უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ რეალობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ეს არის, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ თვალსაზრისით მივესალმები.

ბრეგაძის პრესკონფერენცია რომ ჩავრთე, თავიდან ვიფიქრე, რამეს ხომ არ დააანონსებენ, მაგრამ რეალურად სიმართლე თქვა, რომ ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი. ამ ეტაპზე, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უმრავლესობა ხვდება უკვე, რომ სიტუაცია ძალიან მძიმედაა და ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ, რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. არ ვიტყვი რომ კომპრომისია, იმიტომ რომ ლოგიკური, სამართლიანი სვლა არის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ყველანაირად და დასაფასებელი. მე მაქვს რაღაც მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რა თქმა უნდა, ჯობია ადრე ვიდრე გვიან, მაგრამ რთული წარმოსადგენია, ეს სიტუაცია შენარჩუნდეს.

თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მართლა არ არის, რომ მისი სიცოცხლე მოსპონ, მე არ მგონია, რომ ეს არის მათი მიზანი, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება უბრალოდ და ალბათ მალე. მე ამის ოპტიმიზმი მაქვს და სამწუხაროდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge