png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეკლესიის სიძულვილი და მტრობა არის ქვეყნის სიძულვილი და მტრობა. ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ ფსევდოლიბერალურ აგრესიას - მდინარაძე

  • კომენტარები
  • 28.11.2022
  • 20:19
ეკლესიის სიძულვილი და მტრობა არის ქვეყნის სიძულვილი და მტრობა. ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ ფსევდოლიბერალურ აგრესიას - მდინარაძე

ეკლესიის სიძულვილი და მტრობა არის შენი ქვეყნის სიძულვილი და მტრობა. ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ ფსევდოლიბერალურ აგრესიას, - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის Facebook-პოსტზე საუბრისას განაცადა.

მდინარაძე ამბობს, რომ ანდრია ჯაღმაიძის Facebook-პოსტი იყო მის გვერდზე დაფიქსირებული პირადი აზრი და მას "ფსევდოლიბერალები თავს დაესხნენ".

"ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას და პირდაპირ ებრძვიან. ეკლესიის წარმომადგენელმა გუშინწინ Facebook-პოსტი დადო, თავის ნააზრევი თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, ეს გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში... ეს არ არის ლიბერალიზმი, არც ტოლერანტობა, ეს არის მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი და შენი ქვეყნის, როცა თავს ესხმი თავისუფალ სიტყვას, აზრს, ეკლესიას.

საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელზეა აქ საუბარი, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ აგრესია, ზიზღი, სიძულვილი შობს ახალ აგრესიას და ზიზღს. დაგმო ქალზე ძალადობა. თუ ვინმე გააკრიტიკა იმას არ ნიშნავს რომ თავს უნდა დაესხა და რუსეთის აგენტი ეძახო. ეკლესიის სიძულვილი და მტრობა არის შენი ქვეყნის სიძულვილი და მტრობა. ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ ფსევდო ლიბერალურ აგრესიას", - თქვა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

26 ნოემბერს პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხრამუხის მონსასტერში 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".

დღეს, 28 ნოემბერს, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge