png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არ მგონია, მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს - ედუარდ სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 27.11.2022
  • 20:32
არ მგონია, მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს  - ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთლობის შესახებ და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი.

ამის შესახებ ედუარდ სააკაშვილმ "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ენდობიან თუ არა „ემპათიას“, სხვა საკითხია, მათ იციან რეალობა და მგონი, ეს დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევადად არ დაზიანდეს. შეიძლება რაღაცები უკვე შეუქცევადია. ეს არის უკვე რისკთან თამაში, რომელიც რაც დიდხანს გაგრძელდება, იზრდება შანსები, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდება. მესმის, რომ პოლიტიკურად მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეგრევე არ გაუშვათ. ადამიანურად არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. მათ ეს სჭირდებოდათ საკუთარ ამომრჩეველთან ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში მისი იქ დატოვების მორალური და პოლიტიკური ზიანი გადაწონის მისი იქ დატოვების სარგებელს. ეს როდის მოხდება და გვიანი იქნება თუ არა, უკვე სხვა საკითხია", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

ამასთან, ის შიშობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალაც რომ გადაიყვანონ სადმე და იმკურნალოს, შეძლებს კი დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას?

"აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები თავიდან სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია. შევხედოთ შესაძლო შედეგს — მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნამყოფი, გაუბედურებული, ქვეყნიდან გაყვანილი, უცხოეთში მკურნალობენ… ოპოზიცია, მგონი, ამ ყველაფრის გამო დასუსტდა კიდეც, იმიტომ, რომ გამოჩნდა, სააკაშვილის ჩამოსვლა არ იყო საკმარისი არაფრისთვის; ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის. შეიძლება, მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს. არც პოლიტიკურად უნდა უნდოდეთ, წესით, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხდები. მაგრამ ოპტიმიზმი მაქვს, ეს საჭიროა. იმდენად მძიმე სიტუაცია, ერთი წელია სულ ცუდი ამბები გვესმის ამ საკითხზე, ოპტიმიზმის გარეშე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავყრიდით", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge