png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს - წულუკიანი

  • კომენტარები
  • 25.11.2022
  • 19:06
ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს - წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მოსამართლეს რაიმე გადაწყვეტილებისკენ არავინ არ უნდა მოუწოდოს, მათ შორის პრეზიდენტმა. პირველი არხის ინფორმაციით, წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

"პირის მიერ თუ სასჯელის მოხდა შეუსაბამოა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაავადოს თუ არა სასჯელი, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს", - ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს.

"რაც შეეხება სასამართლოს, ვისაც გჯერათ, დაიჯერეთ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის თავისუფალი. სასამართლო შეწყალებაზე არ მსჯელობს. მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, ერთი მიზეზის გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ არავის გვიდევს წინ. მოსამართლე, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან არ გადაავადებს, ან გადაავადებს. ეს არის მოსამართლისა და დაცვის მხარის ურთიერთობის თემა და არა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ, არ არის პრეზიდენტის საქმე", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის“.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge