png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩემთვის ჟღერდა, როგორც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული - კელი დეგნანი "ხალხის ძალის" განცხადებაზე

  • კომენტარები
  • 18.11.2022
  • 20:09
 ჩემთვის ჟღერდა, როგორც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული - კელი დეგნანი "ხალხის ძალის" განცხადებაზე

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ივანიშვილის დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით "საკუთარ აგენტურას" აფინანსებს. მათ ასევე მოითხოვეს, NGO-ების დაფინანსება "მკაცრ საკანონდებლო ჩარჩოებში" მოექცეს.

რაც შეეხება არასამთავრობოების შეზღუდვის შეთავაზებას, ეს ჩემთვის ჟღერდა, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული, რასაც ვხედავთ, რომ ხდება რუსეთში არასამთავროებოებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისთვისაც მუშაობს საქართველო ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი გამოცდილებიდან, საქართველოში მოგზაურობისას ის რაც ვნახე, არის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც შესრულდა არასამთავრობო ორგანზიაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, რათა დაეხმარონ მოქლაქეებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ გარემოს პრობლემების მოსაგვარებლად, გასაჭირში მყოფი ოჯახებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად; ეს არიან არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ სტუდენტების, ახალგაზრდების, დაუცველი ან შშმ პირების დახმარებას; არიან ძალიან ბევრის სახის არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც შედგებიან ადგილობრივი მცხოვრებებისგან, რომლებსაც სურთ პრობლემების გადაჭრა და ამ ქვეყნისა და საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გაუმჯობესება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს, რომლებიც იკრიბებიან, აყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ზოგჯერ, ეს ჩემთვის გასაკვირია, რადგან პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მმართველი პარტიიდნაც, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს თავიანთი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში, წვლილი შეჰქონდათ საქართველოს ზრდასა და განვითარებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში მათი კარგი მუშაობით. ასე რომ, ჩემთვის ახლა ცოტა დამაბნეველია, როდესაც მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს იმ კარგ სამუშაოს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს დაეკარგა ის ძალა და ხმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებში და სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს არის ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

"ქართულ ოცნებას" გამოყოფილი დეპუტატები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ეხმიანებიან და ამტკიცებენ, რომ აშშ-ს დაფინანსების "უდიდესი ნაწილი" არასამთავრობოებზე არის მიმართული. მათივე სიტყვებით, "საკუთარი აგენტურის დაფინანსება" არავინ უნდა "დაგვამადლოს". ხალხის ძალა აპირებს, რომ NGO-ების დაფინანსების "მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში" მოქცევასთან დაკავშირებით წინადადებები უახლოეს მომავალში მოამზადონ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge