png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა - პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 07.11.2022
  • 17:16
ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც  საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა - პაპუაშვილი

ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც  საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როცა ხდება რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფის მხრიდან პირდაპირ პარტიული პოლიტიკის გატარება, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის, დავით კეზერაშვილისთვის ხელის დაფარებაზე და ა.შ. სამწუხაროა, რომ ასეთი რამე ხდება, თუმცა ეს პირველად არ ხდება. მთავარია ერთი რამ და ეს დასტური გვაქვს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რომ ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ვინც შეაფასებს საქართველოს, ეს არის ევროკავშირის კომისია.

გასაგებია, რომ ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები, სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა. ეს პირველად არ ხდება, შესაბამისად, არ მგონია, ამაში რაიმე განსაკუთრებული იყოს. მათ შორის ვხედავთ, რომ ეს იგივე ხალხია, ვინც გამოირჩევა საქართველოს მიმართ ასეთი არამეგობრული დამოკიდებულებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge