png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება - სამადაშვილი

  • კომენტარები
  • 01.11.2022
  • 16:15
 ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება - სამადაშვილი

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის დატოვებისკენ ვინც მოუწოდებს, მათ ახსნან, რატომ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რადგან ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში უნდა საქმიანობდეს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება.

„მცდარია მოსაზრება, რომ ოპოზიცია პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ზის. ოპოზიცია პარლამენტში საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენს. იმ ამომრჩეველს, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში უნდა საქმიანობდეს. ყველას ვურჩევ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას გაეცნოს და ნახოს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება არის მიზანშეწონილი. 97 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვინმე, როცა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს, უნდა ახსნას, რისთვის უნდა დატოვოს, რომლის ამომრჩევლის დაკვეთაც ეს არ არის.

არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, გაუგებარია, პარლამენტის დატოვება რა შედეგს მოგვცემს. მომავალში, რა თქმა უნდა, ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესები და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგრამ ყველა, ვინც მოუწოდებს, რომ დატოვონ პარტიებმა პარლამენტი უნდა ახსნან, რა შედეგები მოჰყვება ამას. შემიძლია, ჩემი შეფასება გითხრათ, რომ ამას დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge