png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არ არის ამ სიაში, ეს არ ცვლის არაფერს. ეს არის დიდი სირცხვილი - გიგა ბოკერია

  • კომენტარები
  • 20.10.2022
  • 17:41
ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არ არის ამ სიაში, ეს არ ცვლის არაფერს. ეს არის დიდი სირცხვილი - გიგა ბოკერია

„ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არ არის ამ სიაში, ეს არ ცვლის არაფერს, მასზეა საუბარი, მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი პირების დასანქცირებას.

„ეს არის ჩვენი მძიმე რეალობის კიდევ ერთხელ გაფორმება, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელიც მთელი თავისუფალი სამყაროს ობიექტი, აბსოლუტურად სწორად, მორალურადაც და პრაგმატულადაც, არის დაპირისპირებაში, ანუ ბოროტების მხარეს არის თავისუფლების წინააღმდეგ.

ეს არის დიდი სირცხვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ, როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს. უკრაინის ხელისუფლებისგან ეს მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება აშშ-ს, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნების მხრიდან.

საბოლოო ჯამში ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ, მე უბრალოდ ვარ კრიტიკული ამ მოლოდინების შექმნის მიმართ, რომ ეს შეცვლის ჩვენთან რეალობას. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჩვენთვის არის შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ რეალობის შეცვლაზე და არა იმედების დამყარება იმაზე, რომ ეს არის ფაქტორი ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ლუკაშენკო სანქცირებული იყო დიდი ხანი ძალიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვეპაროს ჩვენი პასუხისმგებლობის მომენტი“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge