png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში ჯალათი, მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს, ძალიან ბოროტი იუმორია - მდინარაძე

  • კომენტარები
  • 19.10.2022
  • 18:32
სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში ჯალათი, მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს, ძალიან ბოროტი იუმორია - მდინარაძე

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში მტკიცებულებებით დადასტურებული ჯალათი, მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს, ეს არის ძალიან ბოროტი იუმორი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამაზე შავი იუმორი რა შეიძლება იყოს, რომ ზურაბ ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რაღაცას აკეთებს? – ამაზე არავის გაეცინება. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში მტკიცებულებებით დადასტურებული ჯალათი, მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს, ეს არის ძალიან ბოროტი იუმორი, მაგრამ რას ვიზამთ? – ამაზე კამათს და რაიმე რეაგირებას არ ვაპირებთ, რადგან უკრაინელი ხალხი ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძვის. სანამ უკრაინაში ომი იქნებოდა, მანამდეც არ ერიდებოდნენ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ძალიან სამწუხაროა და ამაში ცალმხრივი მეგობრობის ელემენტები შეინიშნება. ამაზე ახლა საუბარს არ ვაპირებთ, რადგან უკრაინა ომშია და მის მიმართ განსაკუთრებული აგრესიაა, თუმცა ამაზე ვისაუბრებთ, როცა უკრაინაში მშვიდობა იქნება და წარმატებას მიაღწევს იმ უბედურების მიუხედავად, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge