png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეს სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას - წულუკიანი ელექტრონული არჩევნების ინიციატივაზე

  • კომენტარები
  • 14.09.2022
  • 13:58
ეს სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას - წულუკიანი ელექტრონული არჩევნების ინიციატივაზე

ეს ერთხელ და სამუდამოდ ეს დაასრულებს იმ ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ელექტრონული არჩევნების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება.

"ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მუშაობიდან დაწყებული, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ახალ ტექნოლოგიებში დაწინაურებულია, რომ ჩვენს სახელმწიფო უწყებებს აქვთ ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, თუ იქნება შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა და გატარდება საკანონმდებლო რეფორმა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეძლებოდა ელექტრონული არჩევნების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია, იმ ძალიან დიდი რისკის დაზღვევით, რისი უნარიც ასევე გვაქვს, რაც უკავშირდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას ჯერ კიდევ ოკუპირებულ ქვეყანაში.

ამ რისკების დაზღვევა ჩვენ შეგვიძლია, რადგან უკვე ძლიერი სახელმწიფო ვართ. ჩვენ ასევე გვაქვს ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, ვინაიდან საკანონმდებლო უზრუნველყოფის ინიციატივა უკვე არსებობს, ეს შევძლოთ და ძალიან მოხარული ვარ ამ ინიციატივის გამო. ერთხელ და სამუდამოდ ეს დაასრულებს იმ ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპონენტების რეალურ სახეს, რომლებიც არჩევნები ერთია და რამდენჯერმე ცრუობენ ხოლმე, თითქოს ხალხის ნება სათანადოდ არ იქნა ასახული. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და მინდა, ჩვენს გუნდს პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს ამ რეფორმის გზაზე დიდი წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge